ბრძოლა ოსმალური ექსპანსიის წინააღმდეგ ევროპაში

Cards (14)

  • ვის სახელს უკავშირდება ოსმალთა იმპერიის გაფართოება ევროპისკენ?
    სულთან სულეიმანს
  • რომელ წელს აიღეს ოსმალებმა სერბეთის უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი, ბელგრადი?
    1521წ.
  • რომელ წელს მოხდა ბრძოლა ქალაქ მოჰაჩათთან, რომელიშიც სულეიმანი უნგრეთ-ჩეხეთის გაერთიანებულ ჯარებს დაუპირისპირდა? რა შედეგით დასრულდა ბრძოლა?
    1526წ. სულეიმანის 100 000-იანმა არმიამ მოწინააღმდეგის 25 000-იანი ჯარი დაამარცხა და მთელი უნგრეთი დაიპყრო, მათ შორის დედაქალაქი ბუდაც.
  • რომელ წელს მოხდა ვენის პირველი ალყა და რა შედეგით დასრულდა იგი?
    1529წ. ოსმალებმა ვენის აღება არაერთი გზით სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და უკან გაბრუნდნენ
  • რომელ ევროპულ სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები სულეიმანმა?
    საფრანგეთთან.
  • რა შედეგით დასრულდა ოსმალების იტალიისკენ მიმართული ომები?
    მათ იტალია ვერ დაიკავეს, თუმცა დიდი ზარალი მიაყენეს.
  • 1570 წელს ოსმალებმა ვენეციელების კუნძული კვიპროსი დაიკავეს. რომელი ომის დაწყების საბაბი გახდა აღნიშნული მიზეზი და რატომ?
    ლეპანტოს ბრძოლის, იმიტომ რომ კვიპროსიდან ევროპულ სახელმწიფოებზე თავდასხმა ბევრად უფრო მარტივდებოდა
  • რომელ წელს მოხდა ლეპანტოს ბრძოლა და რით გამოირჩევა იგი ისტორიაში? რა შედეგით დასრულდა იგი?
    1571წ. რომის პაპის ოლქის, ესპანეთის და ვენეციის ფლოტები კვიპროსისკენ დაიძრნენ. ეს ბრძოლა გამოირჩევა იმით, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზღვაო დაპირისპირება. ბრძოლაში ძალიან მცირე დანაკარგებით ევროპულმა სახელმწიფოებმა გაიმარჯვეს.
  • სწორია თუ მცდარია: ლეპანტოს ბრძოლის შემდეგ ოსმლეთი კვლავ აგრძელებდა ევროპაზე თავდასხმას, თუმცა უშედეგოდ, რადგან ტერიტორიებს ვეღარ იკავებდა.
    სწორია
  • რომელ წელს მოხდა ვენის მეორე ალყა და რატომ იყო ის მნიშვნელოვანი?
    1683წ. ვენის დაკავების შემდეგ ოსმალები ევროპის ანექსიას მარტივად შეძლებდნენ
  • სწორია თუ მცდარია: ვენის მეორე ალყისას, ოსმალების 100 000 კაციან ჯარს ყარა მუსტაფა სარდლობდა, ვენას კი მხოლოდ 5 000 კაცი იცავდა. ოსმალებმა ქალაქისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს და ქალაქი აშიმშილეს რესურსების ამოწურვამდე. და მართლაც ვენა შიმშილმა მოიცვა, თუმცა ამ დროს მათ პოლონეთისა და გერმანული სამეფოების გაერთიანებული ჯარები მიუახლოვდნენ, რომლებმაც ოსმალები დაამარცხეს და მას დიდი ზარალი მიაყენეს.
    სწორია
  • რომელ წელს და ვისი ინიციატივით შეიქმნა ანტიოსმალური კოალიცია ,,საღვთო ლიგა"?
    1684წ. პაპის ინიციატივით
  • რომელ წელს და ვის შორის გაფორმდა კარლოვაციის ზავი?
    1699წ. ოსმალეთსა და საღვთო ლიგის წევრებს (ავსტრია, ვენეცია, პოლონეთი და რუსეთი) შორის გაფორმდა, მის საფუძველზე ოსმალებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დათმეს.
  • სწორია თუ მცდარია: მომდევნო წლებში ოსმალეთმა ბრძოლების შედეგად უფრო მეტი ტერიტორიები დაკარგა. ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში იყო და დაშლის გზას დაადგა.
    სწორია