Photosynthesis

Cards (40)

  • პირველი მსოფლიო ომი
  • რომელ წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი
  • პირველი მსოფლიო ომი დასრულდა 8.5 მილიონ მებრძოლის და 13 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა
  • ეს მსოფლიო ომი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე
  • ბრძოლები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც
  • ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის
  • გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა
  • 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო
  • 1121 წლის 12 აგვისტო დიდგორი
  • 1914-1918 წლებში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი
  • პირველ მსოფლიო ომში ახალი გამოგონებები იყო:ქლორის გაზი. ყუმბარა, ტანკი, წყალქვეშა ნავი და თვითმფრინავი
  • ანტანტის გაერთიანებაში შედიოდა:რუსეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი
  • სამთა კავშირში შედიოდა: იტალია, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი
  • გერმანიის იმპერატორი ვილჰემ მეორე :1888-1918
  • ავსტრია უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოსებ ჰასბურგი :1848-1916
  • დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ მეხუთე
  • 1914 წლის 28 ივნისს სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპმა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდი მოკლა რაც ომის დაწყების საბაბი გახდა
  • შლიფენის გეგმის მთავარი არსი იყო ის რომ გერმანიას ორ ფრონტზე საფრანგეთთან და რუსეთთან ბრძოლა არ მოწეოდა.ამიტომ გეგმის მიხედვით მას ბელგიიდან უნდა შეეტია საფრანგეთისთვის მოულოდნელად
  • შლიფენის გეგმამ მარცხი განიცადა რადგან ბელგიამ არ შეუშვა თავის ტერიტორიაზე გერმანიის ჯარები მაგ შორის ბრძოლა 14 დღე მიმდინარეობდა ამასობაში დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთში ჯარი გადასხა რუსეთმა მეორე ფრონტი გახსნა და გერმანია ორ ფრონტზე იბრძოდა
  • შლიფენის გეგმის დამარცხებისას ბრძოლა გერმანიას ორ ფრონტზე მოუწია, საფრანგეთში ამ ბრძოლას მარნის სასწაული ეწოდა რადგან მდინარე მარნამდე ტაქსის მძღოლებს გადაყავდათ ჯარისკაცები.
  • 1914 წელს შვეიცარიიდან ლა-მანშამდე სანგრები გაიჭიმა ამიტომ პირველ მსოფლიო ომს სანგრების ომსაც უწოდებენ
  • გერმანელებმა 1915 წლის აპრილში ქალაქ იპრთან მასობრივი განადგურების ქლორის გაზი გამოიყენეს
  • 1916ში დიდი მსხვერპლი მოყვა ვერდენის და სომის ბრძოლებს სადაც ბრიტანელებმა გამოიგონეს ტანკი.
  • ტანკმა პირველი გამოცდა 1916ში მდინარე სომზე ბრძოლისას გაიარა. რის შემდეგაც გერმანელებმაც გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები
  • 1914 წელს ოსმალეთმა ფოთი ბათუმი და სოხუმი დაბომბა, ნოემბერში კი რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა
  • 1914 წლის ნოემბერში რუსეთის კავკასიურმა არმიამ ოსმალეთის საზღვარი გადალახა და 350 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე შეტევა დაიწყო თუმცა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა
  • ოსმალეთი კონტრშეტევაზე გადმოვიდა და დაიკავა: ართვინის არტაანის და ბათუმის ოლქების დიდი ნაწილი
  • 1914-15 წლის ზამთარში რუსებმა ოსმალები შეაჩერეს და სარიყამიშის მიდამოებში კონტრშეტევაზე გადავიდნენ სადაც ოსმალურ დევიზიას ენვერ ფაშა ხელმძღვანელობდა
  • ტარას ვაშაკიძემ ასეული ათეულებად დაყო თურქების ბანაკს მიადგა გენერალი მოატყუა თითქოს მთელი ჯარით ალყაში იყო, ამ ხრიკით მან 107 ოფიცერი 2000ზე მეტი ჯარისკაცი სამი დევიზიის მეთაური და უამრავი აღჭურვილობა ჩაიგდო ხელში
  • სარიყამიშის ბრძოლაში რუსეთის გამარჯვების შემდეგ 1916 ლაზეთ-ჭანეთი და ტაო-კლარჯეთი საქართველოს შეუერთდა მაგრამ როცა რუსეთმა მსოფლიო ომი დატოვა ტერიტორიები კვლავ დაიკარგა
  • 1917 წლის რუსეთის “თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია” როცა ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადააყენა დუმამ
  • 19 აპრილს პეტროგრადში დროებითი მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო
  • 1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა ზამთრის სასახლეში მყოფი დროებითი მთავრობის წევრები დააკავეს და ბოლშევიკების ლიდერი ლენინი ხელისუფლებაში მოვიდა
  • 1918-19 წლებში თეთრგვარდიელებმა ბოლშევიკებს შეუტიეს: ბალტიისპირეთიდან-იუდენიჩი, ციმბირიდან-კოლჩაკი, სამხრეთიდან-დენიკინი
  • 1920 წელს ბოლშევიკებმ გაიმარჯვეს სამოქალაქო ომში
  • 1918 წლის მარტში ბრესტის ზავი. რუსეთი და გერმანია
  • ბრესტის ზავი 1. რუსეთი დებს პირობას რომ მას და სხვა ქვეყნებს შორის ომი შეწყვეტილია და მშვიდობიანად იცხოვრებენ.
    2. ოსმალეთს უბრუნდება მცირე აზიის პროვინციები,რუსული ჯარი დატოვებს არდაგანის ყარსის და ბათუმის ოლქებს.
    3.უკრაინასთან მშვიდობიანობის დაპირება. რუსული ჯარი დატოვებს ესტლანდიის, ლიფლანიდიის, ფინეთის და ალანდის კუნძულებს
  • 1918 წლის მარტში ამიერკავკასიის კომისარიანტიდან აკაკი ჩხენკელმა ოსმალეთთან დაიწყო მოლაპარაკება
  • 1918 წლის 15-21 აპრილს ოსმალეთი საქართველოში შემოიჭრა ქართველებმა ისინი მდ. ჩოლოქთან შეაჩერეს ოსმალეთთან მოლაპარაკების საწარმოებლად ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა
  • აპრილში ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ოსმალეთმა ბათუმის ციხე აიღო შემდეგ ოზურგეთი, რკინიგზის გასწვრივ ოსმალეთს ქართველთა ჯარები და ჯავშნოსანი მატარებელი დახვდა რომელსაც გოგუაძე მეთაურობდა ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ